გაძევება, გოლი 90-ე წუთზე - "ბარსელონა" "ატლეტიკოს" 1 ქულითღა ჩამორჩება

AutoSharing Option
ლა ლიგის 29-ე ტურში "ბარსელონამ" დიდი გაჭირვებით დაამარცხა საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდი" - 1:0, "ატლეტიკოს" ფეხის დაცდენით ("სევილიასთან" 0:1 წააგო) ისარგებლა, 1 ქულითღა ჩამორჩება და 10 აპრილს მადრიდში "რეალს" დაუპირისპირდება.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა დამაჯერებლად ვერ ჩაატარეს. სტუმრებს მე-9 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც კენან კოდრომ ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმში "ბარსა" ბევრს უტევდა, მომენტებს ვერ იყენებდა და თითქოს ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ 79-ე წუთზე მსაჯმა "ვალიადოლიდის" თავდამსხმელი ოსკარ პლანო გააძევა, 90-ე წუთზე კი უსმან დემბელემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნამატჩევს "ვალიადოლიდის" მერმა
ოსკარ პუენტემ პლანოს გაძევების გამო არბიტრი გააკრიტიკა და მას მძარცველი და სამარცხვინო უწოდა.

"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კი აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგად ვერ იასპარეზა, მაგრამ ცუდად თამაშითაც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ასევე დაგაინტერესებთ