გრიზმანს მესამე შვილიც 8 აპრილს შეეძინა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მესამედ გახდა მამა. დღეს ანტუანს და მის მეუღლეს, ერიკა ჩოპრას, ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ალბა დაარქვეს.

საინტერესოა, რომ გრიზმანის ყველა შვილი 8 აპრილს დაიბადა: უფროსი ქალიშვილი მია - 2016 წლის 8 აპრილს, ხოლო ვაჟიშვილი ამარო - 2019 წლის 8 აპრილს.

ქალიშვილის დაბადების გამო ფეხბურთელმა დღეს ვარჯიში გამოტოვა და "ბარსას" ხვალ დაუბრუნდება.