"ატლეტიკოს" კიდევ ერთი შემტევი გამოაკლდა

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსმა ტრავმა მიიღო.

As-ის ცნობით, ფელიქსმა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და 10 დღე გაუცდება. მადრიდული კლუბი იმედოვნებს, რომ პორტუგალიელი 22 აპრილს "უესკასთან" სათამაშოდ იქნება მზად.

ფელიქსს ტრავმის გამო 30 მარტიდან 11 აპრილამდე არ უთამაშია, "ბეტისთან" მატჩში 48 წუთი დაჰყო მოედანზე, შემდეგ ისევ დაშავდა და შეცვალეს.

მან ლა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, ასევე ტრავმირებულია "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელსაც კიდევ ორი კვირა მოუწევს უქმობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
8-დან 5 თამაში ფაქტიურად აუტსაიდერებთან დარჩათ სათამაშო, მაგრამ მაინც საეჭვოა რომ შეინარჩუნონ ლიდერობა, არ არის ატლეტიკო საჩემპიონო გუნდი
მამუკა
13 აპრილი 2021 14:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული