"ბარსელონას" ოლმოს დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ლაიპციგის" ნახევარმცველ დანი ოლმოს მიმართ ინტერესი არ დაკარგა.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება ოლმოს თამაშს და სისტემატური კავშირი აქვს მის გარემოცვასთან.

"ბარსა" აქტიურად მუშაობს თავისი კლუბის აღზრდილების დაბრუნებაზე და ერთ-ერთი მათგანი ოლმოა.

მიმდინარე სეზონში დანიმ "ლაიპციგში" 40 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 38 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ გავიგე,თუ ვიღაც დანი ოლმო 40-ც მილიონამდე ღირს,მაშინ კვარა 50 მილიონი რატომ არ ღირს მინიმუმ.
ხოოოო!
16 აპრილი 2021 09:25
9
Სამწუხაროდ მთელი მსოფლუოსთვის პირიქითა კვარაცხელიაა ვიღაცაა დაარა ოლმო ობიეკტურად ეგრეა
ნიკა
19 აპრილი 2021 09:49
0
მარტო ქარველი ფეხბურთელები თუ იცი მაშინ ოლმო მართლა ვიღაცაა და კვარა პელე :)
დანქე
17 აპრილი 2021 19:42
0

სიახლეები პოპულარული