"ბარსელონამ" "ბილბაოს" 12 წუთში მოუთავა საქმე და ესპანეთის თასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "ბილბაო" 4:0 დაამარცხა და ოცდამეთერთმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბასკური გუნდი ღრმად დაცვაში ჩადგა და ზუსტად ერთი საათი გაუძლო, შემდეგ კი "ბარსამ" 12-წუთიან ინტერვალში 4 გოლი გაიტანა და დამსახურებული გამარჯვება, ხოლო მისმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პოსტის შესანარჩუნებლად დამატებითი არგუმენტები მოიპოვა.

ლეო მესიმ დუბლი შეასრულა - მან ზედიზედ მე-13 სეზონში გაიტანა 30+ გოლი და კატალონიურ გუნდთან ერთად 35-ე ტროფეის დაეუფლა. ვერაფერს იტყვი, დიდებული მიღწევაა.

ფრენკი დე იონგმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კუმანმა "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში
პირველი ტიტული მოიგო - ფეხბურთელობისას მან ამავე გუნდში 10 ტურნირზე იმარჯვა.

სევილია. "ოლიმპიკო"
ბილბაო - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 გრიზმანი (60), 0:2 დე იონგი (63), 0:3 მესი (68), 0:4 მესი (72)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი ძმა, ერთი გვიწინასწარმეტყველე, ლალიგას ვინ მოიგებს?
მამუკა კაკულიას.!
12:38 19-04-2021
0
იმდენად დაიბოღმა მამუკია ბარსას მოგებით და კარგი თამაშით, რომ ეგრევე ცხელ გულზე უაზრო შინაარსის კომენტარი, დააკომენტარა. ტაშიიიიიი მამუკიას!
გია
12:06 19-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული