"რეალმა" "ხეტაფეს" ვერ მოუგო და "ატლეტიკოს" 3 ქულით ჩამორჩა

AutoSharing Option
ლა ლიგის 31-ე ტურში "ხეტაფესა" და "რეალის" მატჩი 0:0 დასრულდა.

"რეალმა" სერხიო რამოსის, ვარანის, კროოსისა და კაზემიროს გარეშე ითამაშა, ხოლო ბენზემა 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მასპინძლებმა კარგი მატჩი ჩაატარეს, ისევე, როგორც სტუმრებმა; რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"რეალი" 67 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 3 ქულით ჩამორჩა და 22 აპრილს გასვლაზე "კადისს" დაუპირისპირდება.

მესამე პოზიციაზე 65 ქულით "ბარსელონაა", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.