"პირდაპირ გეტყვით, არის შეხვედრები, რომლების ყურებაც შეუძლებელია..." - პერესი ესპანურ რადიოში გამოვიდა და ყველაფერზე ღიად ისაუბრა

AutoSharing Option
ოთხშაბათს ღამით სუპერლიგისა და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ რადიოში სცადა ახალ ტურნირთან დაკავშირებით ესაუბრა. ფლორენტინო ასევე იმ გუნდებს შეეხო, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ სუპერლიგას დატოვებდნენ. 

"მე გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ამ პროექტთან დაკავშირებით 3 დღის განმავლობაში ვმუშაობდით. შესაძლოა ჩვენ მისი დადებითი მხარეები კარგად ვერ გადმოვეცით. 

ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ძველმოდურია, საინტერესო ეტაპი კი მეოთხედფინალიდან იწყება.

ეს ფორმატი კი, შეიძლება ითქვას, რომ არ მუშაობს. ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდები სეზონის დასაწყისიდანვე ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. ჩვენ დავიანგარიშეთ ციფრები და დავინახეთ, რომ ამ გზით
ბევრად დიდი მატერიალური მოგების ნახვა შეგვეძლო. დიდ სარგებელს ასევე სხვა გუნდებიც ნახავდნენ.

ჩვენს რიგებში ერთი ინგლისური გუნდიც მოიაზრებოდა, რომელსაც სიმართლე გითხრათ, ამ ლიგასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი არ ჰქონდა. მოდი, არ დავკონკრეტდები, მან კი გავლენა სხვებზე იქონია...

ასე არიან ამერიკაშიც, NBA-სა და NFL-ის პრეზიდენტები. თუ ისინი მიდიან პროექტიდან, ეს ყველაფერი გარემოცვაში არსებული ატმოსფეროს გამო ხდება. თავის მხრივ, FIFA-მ შოუ დადგა, დაახლოებით ისეთი, თითქოსდა ჩვენ ატომური ბომბი შეგვექმნას. შესაძლოა ჩვენ ჩვენი სათქმელი კარგად ვერ გადმოვეცით, თუმცა არც მათ მოუციათ ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ უკეთესად აგვეხსნა. ვიღაცას არ უნდოდა ეს და დასრულდა. არასდროს მინახავს UEFA-ს პრეზიდენტისგან და სხვა ქვეყნის ფეხბურთის წარმომადგენლებისგან ამხელა აგრესია.

20 წელია ფეხბურთში ვარ და მსგავსი საფრთხე არც კი მახსოვს. თითქოს ვიღაც მოვკალით, თითქოს ჩვენ ფეხბურთი დავმარხეთ, თუმცა რეალურად ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველასთვის საყვარელი სპორტი გადაგვერჩინა".

ფლორენტინო ასევე იმ ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ კლუბებს შეეხო, რომლებმაც პროექტი თავიანთი ნებით დატოვეს:

"ისინი ძალიან ცდებიან. ვფიქრობ, პროექტი მათ ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ, რადგან ყველა მათგანმა იცის ამ "სამყაროს" შესახებ".

პერესმა საინტერესოდ ისაუბრა პრესის მიერ ჩაკეტილი ტურნირის გამოცხადებაზე, სადაც მონაწილეობას მხოლოდ მდიდარი გუნდები მიიღებდნენ:

"ამ გუნდებმა ეს დაიმსახურეს, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში. სწორედ მათ გააჩნდათ უდიდესი სოციალური მედია და გულშემატკივრები.

თქვენი აზრით, უნდა ვკითხო მოთამაშეებს, მოაწერეს თუ არა ხელი? არ ფიქრობთ იმაზე, რომ თუ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარს ეტყვი, რომ თუ ყოველ კვირაში მანჩესტერულ გუნდებთან, "ბარსელონასთან" და სხვა გრანდებთან გვექნება შეხვედრები, გგონიათ ისინი უარს იტყვიან? არ გირჩევნიათ უყუროთ ამას საწყისი ეტაპიდან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან? პირდაპირ გეტყვით, არის შეხვედრები, რომლების ყურებაც შეუძლებელია..." - განაცხადა პერესმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოველ კვირა თუ უყურე რეალი ბარსას დაპირისპირებას,ის ინტერესი დაეკარგება.რაღაც უნდა შეიცვალოს,მაგრამ არა ჩაკეტილი ,ჩემპიონატით,ერთიდაიგივე გუნდების ყურებით.
ბარსაფანი
10:08 24-04-2021
0
Ყყველაფერი იის ბრალია რო ახელა ფულს უაზროდ იხდიან კლუბები ფეხბბურთელებში.თუ კონკურენცია შემცირდა ეს იმის ბრალია რო ბობოლები ასტრონომიულ თანხას იხდიან ფეხბურთელში და საშუალო დონის კლუბები ვერ უწევენ კონკურენციას.ნორმალურია 35 მილიონი წელიწადში ხელფასის სახიით?ზუსტად მაგდენიაქვს კრიშტიანოს.ასევე ჰალანდი ითხოვს 35 მილიონს წელიწადში ხელფასის სახით.ეს ხო სიგიჟეა .მიზანი ხელფასების გაზრდა კი არა ხელფასების შემცირებაა.წელიწადში 3 მილიონზე მეტი ხელფასის სახით არის სიგიჟეე და მეტი არაფერი.იმედია რეალს და იუვეეს ძაან დაასანქცირებენ
buxrika
18:22 22-04-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული