ლა ლიგა იწვის... 4 ფავორიტი 3 ქულის სხვაობით...

AutoSharing Option
გუშინ, 29 აპრილს, ყველასთვის მოულოდნელად, "ბარსელონამ" "გრანადა" საკუთარ კედლებში ვერ დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში ვერ დაწინაურდა. ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 4 გუნდი ერთმანეთთან 3 ქულაში იმყოფება. ეს გუნდები გახლავთ: მადრიდის "ატლეტიკო", "რეალი", "ბარსელონა" და "სევილია".

8-9 მაისს ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ბევრი რამ ამ შეხვედრების შემდეგ გაირკვევა. "ბლაუგრანა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, "რეალი" კი "ანდალუსიელებს" დაუხვდება.

Sportall.Ge

"რეალი" იცდის

"ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, სავარაუდოდ, "ოსასუნასთან" ოპტიმალური შემადგენლობით არ ითამაშებს და რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების უფლებას მისცემს, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა
"ჩელსისთან" მოუწევს და შემდეგ "სევილიას" საკუთარ კედლებში მიიღებს, რაც საკმაოდ რთული კალენდარია.

მომზადებულია marca-ს მიხედვით