მესიმ მთელ გუნდს სახლში პურმარილი გაუშალა - "ბარსა" პრიმერას მოგებაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
ლა ლიგის 34-ე ტურის დასკვნით მატჩში "სევილია" საკუთარ მოედანზე "ბილბაოსთან" 0:1 დამარცხდა (გოლი 90-ე წუთზე ვილიამსმა გაიტანა) და ფაქტობრივად, ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლაში მხოლოდ დიდი სამეული დარჩა: ლიდერი "ატლეტიკო" (76 ქულა აქვს), მეორე პოზიციაზე მყოფი "რეალი" (74 ქულა) და მესამეადგილოსანი "ბარსელონა" (74 ქულა).

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. 8 მაისს "ბარსა" "ატლეტიკოს", ხოლო "რეალი" 9 მაისს "სევილიას" მასპინძლობს.

კატალონიური გუნდის მცველმა ჟერარდ პიკემ თქვა, რომ ყველაფერი მათ ხელთაა, უბრალოდ "ატლეტიკოს" უნდა სძლიონ და ყველაფერი მარტივადაა.

"ბარსელონას"
პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი შემდეგი განაცხადა: "ვალენსიასთან" მატჩის წინ მე ვთქვი, რომ თუ დარჩენილ 5 შეხვედრაში ვიმარჯვებთ, ლა ლიგას მოვიგებთ. ახლა უკვე 5 კი არა, 4 თამაში დარჩა. მე ჩემი გუნდის მჯერა".

"ვალენსიასთან" ნამატჩევს "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად მთელი გუნდი სახლში სადილზე დაპატიჟა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ მესი ძალიან მოტივირებულია და ცდილობს გუნდში სათანადო განწყობა შექმნას.

მკითხველის კომენტარები / 18 /
სავარაუდოდ გამოსამშვიდობებელი ვახშამი იყოსეზონი მორჩება და სიტისკენ ჰერი ჰერი... მშვიდობით ლეგენდავ
8
თამადა ყოფილა ანსუ ფატი
მეგრელი
15:29 04-05-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული