VAR-ის პარადოქსები - რეალი წაგებას 90+4-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 35-ე ტურში "რეალისა" და "სევილიას" მატჩი 2:2 დასრულდა.

"რეალს" გამარჯვების შემთხვევაში გალიდერება შეეძლო, მაგრამ კინაღამ დამარცხდა - სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, როდესაც კროოსმა შორიდან დაარტყა, ბურთი დიეგო კარლოსს (თუ აზარს) მოხვდა და რიკოშეტით ბონოს კარში აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ 74-ე წუთზე მსაჯმა მუნუერამ ბენზემას წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ იერიშის დაწყებამდე მილიტაოს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კურტუას კარში დანიშნა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში რაკიტიჩმა მოიყვანა.

"სამეფო გუნდი" 30 იანვრის შემდეგ პრიმერაზე 15 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 77 ქულით ლიდერი კვლავ "ატლეტიკოა", "რეალსა" და "ბარსელონას" 75-75 ქულა აქვთ, ხოლო 71 ქულით მეოთხე ადგილზე "სევილიაა".

მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - სევილია 2:2
გოლები: 0:1 ფერნანდო (22), 1:1 ასენსიო (67), 1:2 რაკიტიჩი (78, პენ), 2:2 დიეგო კარლოსი (90+4, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლა ლიგის ლიდერებს გაისისთვის სერიოზული გაძლიერება ჭირდებათ თორემ თამაშის ხარისხმა ძალიან დაიკლო. რეალს რეკონსტრუქცია არ აწყენდა თორემ რაღაცნაირად დაძველდასავით. ბარსას მინიმუმ ოთხი პოზიცია - სამი მცველი და ცენტრფორვარდი უბრალოდ აკლია და საყიდელი ყავს. და არც კუმანი მგონია გრანდის დონის მწვრთნელი. ატლეტიკოს თამაში აქვს მთლიანად შესაცვლელი- სიმეონესათვის დამახასიათებელი ხელწსრა დაკარვა ახალი კი ვერ შეიძინა და უსახურია წელს. მოკლედ ლა ლიგამ თუ ასე გააგრძელა, სიძლიერით მეორე პოზიციასაც დაკარგავს.
არტ
10 მაისი 2021 11:41
1
ისე რა ბედი აქვს ამ იღბალა რეალს? ეს ინვალიდი აზარი საიდან გამოხტა?
gaga
10 მაისი 2021 10:30
11
ნუ, რას ვიზავთ შენნაირ პროფესორა ქომაგთან, ჩვენ რას მოვალთ? გაგა
ქომაგს
10 მაისი 2021 12:42
1
შენ ძაან გესმის ფეხბურთი, რა იღბალზე საუბრობ, თუ უფრო უიღბლობაზე?! და მსაჯების შეცდომებზე უნდა ისაუბრო? მასეთი დადებული პენალტები გინახავს?
ქომაგი
10 მაისი 2021 12:01
10
ჩამთავრდება ეს ჩემპიონატი და ვიღაცა ჩემპიონი გახდება,მაგრამ უნდა ვაღიაროთ,რომ წელს,არც ერთი გუნდი არ არის,საჩემპიონო დონის.ჩემპიონობისათვის ბრძოლის გამწვავება,ლიდერების დასუსტებამ გამოიწვია და არა, მდევრების გაძლიერებამ.
სოსო
10 მაისი 2021 09:47
1
მე საერთოდ მგონია რომ ხელოვნურად ძაბავენ... ტრანსლიაციებიდან რომ მეტი ფული მიიღონ. წინასწარ შეთანხმდნენ გადაინაწილეს ადგილებიც და ფულებიც... სხვა ვერაფრით ავხსნი რაც წელს ხდება
მინდია
10 მაისი 2021 10:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული