"ბარსელონას" მხოლოდ სასწაულის იმედიღა დარჩა

AutoSharing Option
შაბათს "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. "რეალმა" და "სევილიამ" ასევე ქულები გაიყვეს. ამრიგად, სათავეში კვლავ "ატლეტიკო" იმყოფება, მას კი "ბლაუგრანა" და "ბლანკოსი" 2 ქულით ჩამორჩებიან. 

რონალდ კუმანის გუნდს "გრანადასთან" გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა გუნდი დამარცხდა. კატალონიელებმა ასევე ვერ შეძლეს "როხი ბლანკოს" დამარცხება. ამრიგად, კატალონიელებმა მნიშვნელოვანი ქულები რამდენჯერმე დაკარგეს. 

ამრიგად, ორივე მადრიდულ გუნდს ლა ლიგის მოგების კარგი შანსი რჩება. რაც შეეხება "ბარსელონას", ისინი სასწაულის იმედად არიან... 

"ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში სამართლიანი იყო, ყველაფერი შესაძლებელია" - განაცხადა კუმანმა. 

კატალონიელებს 3 თამაში დარჩათ. მათი მომდევნო მეტოქეები "ლევანტე", "სელტა ვიგო" და "ეიბარი" იქნებიან. 

კატალონიელები სასწაულის იმედად არიან... 

მომზადებულია marca-ს მიხედვით


altVAR-ის პარადოქსები - რეალი წაგებას 90+4-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]

alt"ბარსა"- "ატლეტიკო" - ფრე "რეალის" სასარგებლოდ


ასევე დაგაინტერესებთ