Daily Mail: ზიდანი "რეალს" მალე დატოვებს

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, დიდი ალბათობით, "რეალს" დატოვებს.

გამოცემის მტკიცებით, ზიდანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს და ზაფხულში გუნდიდან წასვლას აპირებს, დირექტორთა საბჭოს კი მისი გადარწმუნება გაუჭირდება.

ზიდანმა შეიძლება "იუვენტუსი" ან საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს, თუ ფრანგების ეროვნული გუნდის თავკაცი დიდიე დეშამი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადადგება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემთვის ზიდანი მესიზე და რონალოზე უფრო დიადია, როგორც ფეხბურთელი თავისი არსით. მისი სათამაშო დიაპაზონი და ინტელექტი უფრო მაღალია. უბრალოდ ამ ორმა მაღალი დონე უფრო დიდხანს შეინარჩუნა.
13 მაისი 2021 22:43
6
100% მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და კიდევ: რეალი ამაზე უკეთესს ვის მოიყვანს_ ?
ილია
14 მაისი 2021 23:30
1
სასაცილოა... ახლანდელ რეალზე უკეთესი შემადგენლობა ალბათ ატალანტასაც კი ყავს... რას ერჩიან ზიდანს მაინც ვერ გავიგე.. ყოველ წელს ხომ არ მოიგებს გუნდი ლიგას?! (თუმცა დრო იყო იგებდა)...
რიგითი
13 მაისი 2021 21:47
1
რომ არა მცველების ტრამვები წელსაც მოიგებდა ლიგას, ცუდ დროს გამოაკლდა რამოსი, ვარანი, მენდი და კარვახალი
ოფიცერი
14 მაისი 2021 03:00
1

სიახლეები პოპულარული