კასილასმა ზიდანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანის მადრიდული კარიერა კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, სავარაუდოდ, ლეგენდის "თეთრების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნა არ ყოფნის საკითხი ლა ლიგის ბოლო ტურში 22 მაისს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ გადაწყდევა. "ბლანკოსის" კიდევ ერთ ლეგენდას, იკერ კასილასს სჯერა, რომ თუ "რეალი" ესპანეთის უმარლესი დივიზიონის ოქროს მედლებს ვერ დაიმსახურებს, გუნდისაგან და გულშემატკივრებისგან თავს კრიტიკა არ დაატყდება.

"არ შეიძლება ზიდანის გაკრიტიკება. რასაც მან მიაღწია წარმოუდგენელია, ის იმ მცირედ ადამიანთა რიგებშია, ან შესაძლოა სრულადაც ერთადერთი პიროვნებაა, რომელმაც მსგავსი მწვრთვალების დაპყრობა მოახეხა. ვიმოდოვნებ, "რეალი" ლა ლიგას 1-ელ ადგილზე
დაასრულებს, ამიტომ "ვალიადოლიდის" იმედი მაქვს. ყველას ვუსურვებ წარმატებას, ვნახოთ თუ შევძლებთ ჩვენ ოქროს მედლების მოპოვებას" - განაცხახდა იკერმა MARCA-სთან ინტერვიუში.

ლეგენდარულმა მეკარემ ასევე საკუთარ თავზე ისაუბრა, შეგახსენებთ, კასილასმა კარიერა "პორტუში" დაასრულა, მიზეზი კი გულის შეტევა გახლდათ:

"მე თავს კარგად ვგრძნობ, იმ საშინელების შემდეგ ორი წელი გავიდა და მე ნელ-ნელა რეაბილიტაციას გავდივარ. ის მომენტი უკან დარჩა, ახლა კი ენერგიით ვარ სავსე".

წყარო: MARCA