მშვიდობით, ზიზუ - "რეალს" ალეგრი ჩაიბარებს

AutoSharing Option
სეზონის ტიტულის გარეშე დასრულებას არ აპატიებენ "რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს და სამუშაოდან დაითხოვენ, - ირწმუნება El Partidazo de COPE.

გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ "სამეფო კლუბი" ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაცხადებს.

ზიდანს დროებით უმუშევარი მასიმილიანო ალეგრი შეცვლის, რომელიც იქამდე "მილანსა" და "იუვენტუსს" ედგა სათავეში.

ალეგრის სერია A-სა და პრემიერლიგის გუნდები იწვევდნენ, ინგლისურის სწავლაც დაიწყო, მაგრამ აბა, "რეალის" მწვრთნელობაზე როგორ იტყოდა უარს?