ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომავალ სეზონში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კვლავ რონალდ კუმანი იქნება.
ნიდერლანდელი კატალონიური გუნდის ბოსებს ესაუბრა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ის "ნოუ კამპზე" დარჩება.
მოკლედ, კუმანი ძალზე კმაყოფილი ყოფილა ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერით და "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სთხოვა, მემფის დეპაის ტრანსფერიც სრულყონ.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა კატალონიური გრანდი გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა. მან ესპანეთის თასი მოიგო, ლა ლიგაში მე-3 ადგილს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალს უწია.