ვეინალდუმის უარის შემდეგ 3 შესაძლო ვარიანტი გამოიკვეთა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" ჟორჟინიო ვეინალდუმი ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" წაართვა, "ბლაუგრანას" ახალი ვარიანტების ძებნა მოუწევს. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ჰოლანდიელი ფეხბურთელი კატალონიაში უფასოდ აღმოჩნდებოდა, თანაც რონალდ კუმანის ეფექტიც ბევრ რაღაცას წყვეტდა, თუმცა ჟორჟინიომ ყველაფერი სხვანაირად გადაწყვიტა. ამრიგად, "ბარსას" ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის 3 შესაძლო ვარიანტი გამოიკვეთა:

ჰაკან ჩალჰანოღლუ

"ბარსელონამ" შესაძლოა "მილანიდან" 27 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი დაიმატოს, თანაც ჰაკანს "როსონერისთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, მსგავსი დონის ნახევარცმველის უფასოდ დამატება კი კატალონიელებს ნამდვილად აწყობთ, რადგან პანდემიის გამო კლუბი დიდ კრიზისშია.

ფერნანდინიო

ბრაზილიელი
ნახევარმცველის "ქალაქური" კარიერა დასასრულს უახლოვდება, ფერნანდინიოს "სიტისთან" კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს უმთავრდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი სხვა გუნდში უფასოდ გადავა. კატალონიელებს კი მისი ლიდერული თვისებები გუნდის გასაძლიერებლად ნამდვილად სჭირდებათ.

მუნდო ვასკესი

არგენტინელ ფეხბურთელს "სევილიასთან" კოტრაქტი ზაფხულში გასდის, მისი გადაწყვეტილებით კი, ის ევროპაში დარჩება. ამრიგად, შესაძლოა "ბარსას" ხელმძღვანელობამ კლუბში "ალბისელესტეს" მორიგი ფეხბურთელი დაიმატოს.

წყარო: marca

ასევე დაგაინტერესებთ