მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია - სერხიო რამოსი "რეალიდან" წავიდა

AutoSharing Option
"რეალმა" სერხიო რამოსის გუნდიდან ოფიციალურად წასვლა გამოაცხადა.

ხვალ სერხიო რამოსის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრება.

რამოსმა და "რეალმა" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. სერხიოს ხელშეკრულების მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობდნენ, ის ორწლიანს ითხოვდა და ამას გარდა, ხელფასის შემცირებაზე უარი განაცხადა.

რამოსი "სამეფო გუნდში" 2005 წელს გადავიდა და მას შემდეგ ხუთჯერ მოიგო პრიმერა, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასი და ამდენივეჯერ ჩემპიონთა ლიგა.

გასულ სეზონში ლა ლიგაზე 35 წლის რამოსმა 15 მატჩში 2 პენალტი
გაიტანა

ასევე დაგაინტერესებთ