"არ ვიცი, იქნება თუ არა ის ისეთი, როგორიც 10 წლის წინ იყო..." - ედენ აზარი

AutoSharing Option
ედენ აზარმა მადრიდის "რეალიდან" წასული სერხიო რამოსი შეაქო და აღნიშნა, რომ "სამეფო კლუბის" ექსკაპიტანს წინ ჯერ კიდევ რამდენიმე საუკეთესო წელი ელის.

ედენი და სერხიო მადრიდში ერთად 2019 წლიდან თამშობდნენ.

"მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ მის გვერდით შევძელი ასპარეზობა. ჩვენ ერთად 2 დიდებული წელი გავატარეთ. მასზე მხოლოდ საუკეთესოს საუბარი შემიძლია. ის მოედანსა და მის გარეთ ნამდვილი ლიდერია. თავისუფლად ვიტყვი, რამოსი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია" - განაცხადა აზარმა.

ედენმა ასევე აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა, იქნება თუ არა მისი
კოჭი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის წლების წინ იყო:

"მე ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. მე კარგად ვიცი, თუ რა შემიძლია, რომ მოედანზე გავაკეთო. ერთადერთი, რასაც ვერ ვხვდები, ისაა, რომ არ ვიცი, იქნება თუ არა ის (კოჭი) ისეთი, როგორიც 10 წლის წინ იყო".

მომზადებულია marca-ს მიხედვით