ლუის ენრიკე: 18 წლის პედრისავით თვით ინიესტა ვერ თამაშობდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პენალტების სერიაში იტალიასთან დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი შეაქო.

"თქვენ მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ თამაშობდა იტალიასთან 18 წლის ბიჭუნა, სახელად პედრი? არა, თვით ანდრეს ინიესტა ვერ თამაშობდა ასე.

18 წლის ფეხბურთელის შესრულებით ასეთი რამ არც ევროზე, არც მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც ოლიმპიადაზე არ მინახავს. ეს ლოგიკას უარყოფს", - ციტირებს ლუის ენრიკეს ESPN.

პედრიმ "სკუადრა აძურასთან" მატჩის ძირითად დროში, 90 წუთში, 55-დან 55 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც ევროპის ჩემპიონატების რეკორდია.

ასევე დაგაინტერესებთ