მადრიდის "რეალი" პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 ივლისს გამართავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" 25 ივლისს გლაზგოში ადგილობრივ "რეინჯერსთან" ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დიდი ალბათობით, თამაშს გულშემატკივრებიც დაესწრებიან, "სამეფო კლუბის" ახალი მთავარი მწვრთნელი კი, დიდი ალბათობით, სქემებს განიხილავს და სტივენ ჯერარდის გუნდსაც გამოცდის.

ლა ლიგა 14 აგვისტოს დაიწყება, მადრიდელებს კი ესპანეთის ჩემპიონატამდე 2-3 ამხანაგური შეხვედრის გამართვა სურთ.

ბოლოს ეს გუნდები 1963/64 წლებში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "ლოს ბლანკოსმა" 7:0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, "რეინჯერსი" გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული