"ეს ორი ადამიანი ნამდვილი თაღლითია..." - პერესს ფარული აუდიოჩანაწერები გაუვრცელეს

AutoSharing Option
2006 წელს ფლორენტინო პერესის საინტერესო ფარულმა ჩანაწერმა 15 წლის შემდეგ გაჟონა. მადრიდული კლუბის პრეზიდენტი კლუბის ორ ლეგენდაზე, იკერ კასილასსა და რაულ გონსალესზე საუბრობს.

"კასილასი "რეალის" დონის მეკარე არ არის. გაინტერესებთ, რატომ? სიმართლე გითხრათ, არც არასდროს ყოფილა. ის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, პრობლემა კი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ხალხია, რომლებსაც ის უყვართ, საუბრობენ მასზე და რაც მთავარია, თავგამოდებით იცავენ.

ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითი გახლდათ. მასთან ერთად რაულიც. ეს ორი ადამიანი ნამდვილი თაღლითია" - გაავრცელა El Confidencial-მა 2006 წელს ჩაწერილი ფარული
აუდიო.

"ფეხბურთელები ძალიან ეგოისტები არიან, რთულია მათი ნდობა. თუ შენ მათ ენდობი და შეცდომას დაუშვებ, ისინი აუცილებლად გაგთქვამენ. ნამდვილად სასაცილოა... მე ფეხბურთელების მიმართ საშინელი დამოკიდებულება მაქვს".

აღსანიშნავია, რომ ფლორენტინომ ეს კომენტარი მაშინ გაავრცელა, როდესაც საპრეზიდენტო ტახტიდან გადამდგარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ "ბლანკოსის" ხელმძღვანელი "თეთრების" ორ ლეგენდას გუნდის ჩამოშლაში ადანაშაულებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ