ნელ-ნელა, თუმცა წინ - ლაპორტას გეგმები კარგად მიდის

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტამ "ბარსელონას" პრეზიდენტობის არჩევნები მოიგო, 134 დღე გავიდა, გუნდი კი უკეთესობისკენ სვლას ნელ-ნელა, თუმცა განაგრძობს.

2020/21 წლების სეზონის შეცვლა შეუძლებელი გახლდათ, კლუბს საბრძოლო სულისკვეთება დაკარგული ჰქონდა, თუმცა ზაფხულიდან მოყოლებული ყველაფერი შეიცვალა.

პირველი დიდი ნაბიჯი პრეზიდენტმა კლუბის მხარდამჭერებისთვის სესხის სახით 525-მილიონიანი დაფინანსების მოპოვებით გადადგა. შეგახსენებთ, ჟოანმა ეს ივნისის ბოლოს გააკეთა.

"ბლაუგრანამ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელის გაფორმება უკვე მოახერხა. ესენი გახლავთ: ერიკ გარსია, სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ემერსონი, ზუსტად ისინი, ვინც ამ კლუბის სახელს ღირსეულად
დაიცავს; თანაც აღსანიშნავია, რომ ლაპორტა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

ხელფასის შემცირება

Sportall.Ge

გუნდის ხელმძღვანელობას ფეხბურთელებთან ხელფასის დაკლებაზე საუბარი მოუწია. მათგან უმეტესობამ თანხმობა განაცხადა. თუ საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე გამოვა, როგორც საჭიროა, მაშინ "ბლაუგრანას" ბიუჯეტი 10-15%-ით გაიზრდება.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს, მაგალითად, როგორიცაა ანტუან გრიზმანი, კლუბიდან გაუშვებენ (ამ უკანასკნელის მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველში, საულ ნიგესში გაცვლას აპირებენ).

მესის კონტრაქტის განახლება

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც ლაპორტა "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში დაბრუნდა, ლეოს გუნდში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებდა, არგენტინელი ფეხბურთელი კი გუნდში კიდევ რამდენიმე წლით დარჩება, რაც დიდწილად ჟოანის დამსახურებაა.

სუპერლიგა

მას შემდეგ, რაც სუპერლიგას ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, კატალონიურმა გრანდმა გაერთიანება საკუთარი ინიციატივით დატოვა, რაც სწორი და დროული გადაწყვეტილება გახლდათ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ