"იუვე" და "ბარსა" ხმაურიან გაცვლას ამზადებენ

AutoSharing Option
L’Equipe-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ფეხბურთელების ხმაურიან გაცვლას აპირებენ - ტურინელთა რიგებში ანტუან გრიზმანი შეიძლება გადავიდეს, "ბლაუგრანას" რიგები კი პოლო დიბალამ შეავსოს.

ხაზი გაესვა იმას, რომ არგენტინელისა და ფრანგის გაცვლის იდეა "ბარსელონას" ეკუთვნის - აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები სწორედ "ლურჯ-წითლებმა" დაიწყო.

გასულ სეზონში 30 წლის გრიზმანმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიერ 60 მილიონ ევროდ შეფასებულ გრიზმანს აქამდე მსურველები პრემიერლიგიდან ჰყავდა.

იტალიის
დასრულებულ ჩემპიონატში დიბალამ "იუვენტუსის" მაისური 20-ჯერ მოირგო, 4 გოლი შეაგდო და 3 ასისტიც გააკეთა. არგენტინელი "ბებერი სინიორას" რიგებში 2015 წელს "პალერმოდან" გადავიდა. Transfermarkt-ი დიბალას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ემოციები რომ გვერდზე გადაიდოს, მესის და კრისტიანოს ერთ გუნდში ნახვა თუნდაც მათი კარიერის ბოლო წლებში ფეხბურთისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა.
Felisio
20 ივლისი 2021 18:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული