კუმანი: კოუტინიოზე იმედებს ვამყარებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კატალონიურ გუნდში ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს პერსპექტივაზე გააკეთა კომენტარი.

"ვიდრე შემდგენლობაში მოხვდება, ფილიპეს ერთი კვირა ვარჯიში სჭირდება.

ჩემი აზრით, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და შეუძლია "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი იყოს. ამ სეზონში მასზე იმედებს ვამყარებ", - განუცხადა კუმანმა ESPN-ს.

გასულ სეზონში ლა ლიგის 12 მატჩში ბრაზილიელმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.