"რეალის" ისტორიაში 5 ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი [PHOTO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ კილიან მბაპეს თაობაზე პსჟ-ის ბოსებს 160 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ფრანგულმა მხარემ ესპანელები უარით გაისტუმრა, მოგვიანებით კი "პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს 220 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობენ.

თუ მხარეები შეთანხმდნენ, მაშინ მბაპე "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდება. სანამ ეს ტრანსფერი გაიჩარხება, მანამდე გავიხსენოთ "ბლანკოსის" ისტორიაში 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი:

5. ხამეს როდრიგესი - 76 მილიონი ევრო

Sportall.Ge

მადრიდულმა კლუბმა კოლუმბიელი ფეხბურთელი ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეიძინა. შეგახსენებთ, ხამესი
იმ პერიოდში საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომაც, ფლორენტინო პერესის ინტერესის სფეროში მარტივად მოექცა.

4. ზინედინ ზიდანი - 79 მილიონი ევრო

Sportall.Ge

ლეგენდარული ფრანგი "იუვენტუსიდან" "რეალში" 2001 წელს გადავიდა. მისი ლიდერობით "სამეფო კლუბმა" მორიგი ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი მწვრთნელის რანგში ეს თასი კიდევ 3-ჯერ ასწია.

3. კრიშტიანო რონალდო - 95 მილიონი ევრო

Sportall.Ge

2009 წელს "რეალის" სათავეში მეორედ მოსულმა ფლორენტინო პერესმა იმდროინდელი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კრიშტიანო რონალდო 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, დანარჩენი კი ისტორიაა...

2. გარეთ ბეილი - 101 მილიონი ევრო

Sportall.Ge

2013 წელს ფანტასტიკურ ფორმაში შესული გარეთ ბეილი "ტოტენჰემიდან" 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბლანკოსს" შეუერთდა, 2020 წელს კი 1 სეზონით იჯარით "დეზებში" დაბრუნდა.

1. ედენ აზარი - 116 მილიონი ევრო

Sportall.Ge

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მადრიდის "რეალის" ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ედენ აზარი გახლავთ. 2019 წელს ფლორენტინო პერესმა "არისტოკრატების" პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩს ბელგიელის სანაცვლოდ 116 მილიონი ევრო გადაუხადა. შემტევს ხშირმა ტრავმიანობამ ესპანეთში თავის წარმოჩენაში ხელი ძალიან შეუშალა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით