"რეალმა" პსჟ-ს შეთავაზება გაუზარდა - მადრიდში მბაპე ძალიან სურთ

AutoSharing Option
Sky Sports-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" პსჟ-ს კილიან მბაპეს თაობაზე ახალი, რიგით მეორე შეთავაზება გაუკეთა.

თუ პირველად მადრიდელებმა ფრანგი შემტევის სანაცვლოდ პარიზელებს 160-მილიონევროიანი კონტრაქტი გაუგზავნეს, ამჯერად თანხა 10 მილიონით გაზარდეს და 170 შესთავაზეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ მზადაა მბაპე 220 მილიონად გაყიდოს, თუმცა 200 მილიონი ევროს შეთავაზებასაც განიხილავს.