ბართომეუს ანტუან გრიზმანი სპორტული მიზნებისთვის არ უყიდია, სინამდვილეში...

AutoSharing Option
SPORT-ის ცნობით, "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს, ანტუან გრიზმანი სპორტული მიზნებისთვის არ უყიდია. სინამდვილეში ფრანგი შემტევის მოყვანით სურდა, რომ მესისა და სუარესის გუნდში გავლენა შეემცირებინა.

მაშინდელი კლუბის სპორტული განყოფილება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას გრიზმანის ყიდვას არ ურჩევდა. იმავე აზრზე იყო ვალვერდეც...

ერთ დღესაც მესი ერნესტოსთან მივიდა და ჰკითხა, თუ სად ითამაშებდა ფრანგი შემტევი, რაზედაც კატალონიელების იმდროინდელმა მწვრთნელმა უბრალოდ თავი ჩახარა, ხმაც არ ამოიღო. როდესაც კაპიტანმა გრიზმანის გუნდში გადასვლა პრესის მეშვეობით შეიტყო, მაშინვე ხოსეპ მარიასკენ გაეშურა და ჰკითხა, იყო თუ არა ეს
სიმართლე, რაზედაც ტყუილი პასუხი მიიღო, რომ ანტუანი ხელს არ მოაწერდა.

როგორც ჩანს, ფრანგის გუნდში მოსვლა გარკვეულ წინაღობებთან და გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული. სავარაუდოდ, მიზეზიც ესაა, თუ რატომ ვერ შეეწყო გუნდს...

შეგახსენებთ, გრიზმანი 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მადრიდის "ატლეტიკოში" იჯარა+სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით დაბრუნდა.

"ბარსელონას" მაისურით ფეხბურთელმა 74 შეხვედრა გამართა, თავი კი 22 გოლით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფინანსურმა პრობლემებმა აიძულა ბარსა,გრიზმანი ისევ უკან გაეშვა,ის ხომ ძალიან ძვირი ფეხბურთელია,თორემ წელს ყველაზე ძალიან სჭირდებოდა მისი თავი ბარსელონას.მესის წასვლის ფონზე,ის გახდებოდა მესის ამპლუის თავისუფალი მხატვარი,გამთამაშებელი.მას აქვს ამის მონაცემები.პიანიჩიც გაასხვისეს და თუ კოუტინიოსაც მოუხერხეს რამე,ცოტათი შეუმსუბუქდებათ ფინანსური მდგომარეობა.რაც შეეხება ამ ამბავს,აქედანაც ჩანს რომ ბართომეუ,შეგნებულად მუშაობდა კლუბის წინააღმდეგ და შესაბამისად, ამ კრიზისშიც შეგნებულად ჩააგდო.
სოსო
16:29 03-09-2021
0
მესი ,რომ არ გყავდეთ ვიზე შეთითხნიდით ჭორებს? მოცლილებო?
გია
15:40 03-09-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული