"ლუკ დე იონგი მეტად საშიშია ვიდრე ნეიმარი..." - რონალდ კუმანი

AutoSharing Option
რონალდ კუმანი "ბარსელონაში" ლუკ დე იონგის გადასვლით ბედნიერია, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის თქმით, თავდამსხმელი რიგ მომენტებში ნეიმარზე მეტად საშიშია.

შეგახსენებთ, კატალონიელებმა ნიდერლანდელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატეს.

"როდესაც ჩაწოდებაზე ვთამაშობთ, ლუკ დე იონგი მეტად საშიშია ვიდრე ნეიმარი" - ციტირებს NOS კუმანის სიტყვებს.

"ის ჩვენი სტილის ფეხბურთელი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდში მისი მსგავსი 1 ფორვარდი საჭიროა. "ბარსელონას" ხელმძღვანელობას დე იონგის დამატება გასულ წელსაც ვთხოვე. მინდოდა სხვადასხვა სტილის ფორვარდი მყოლოდა, რადგან თუ თამაში ლუკის მსგავს შემტევს მოითხოვს, თავის გამოჩენის
შანსი აუცილებლად მიეცემა" - განაცხადა რონალდმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრმა უნდა იყო ადამიანი ვერ დაინახო რომ დეპაი-დე იონგი-ბრაიტვეიტი-ს ტრიო ყველა კომპონენტში აშკარად სჯობს მესი-სუარესი-ნეიმარი-ს ტრიოს, ეს იგივეა რომ ვერ დაინახო ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე უპატიოსნესი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა თავიანთი ანგელოზი უძლიერესი გუნდების დახმარებით სულ სხვა დონეზე აიყვანეს ფეხბურთი, ნუ გლდანის მაჟორიტარი მაინც ყველაზე გამორჩეული მგონია
llcl
10 სექტემბერი 2021 16:49
2
კუმან შენს პატრონს. მაგ მსჯელობაში ჩაგირტყი...
თემო
10 სექტემბერი 2021 15:04
3
ხალხო,მხოლოდ სტატიის სათაურის მიხედვით წერთ,პოსტებს?სტატიის ავტორმა აგაგდოთ და თქვენც წაუკითხავად გადაყლაპეთ ანკესი!კუმანთან ზოგადად, უამრავი პრეტენზია შეიძლება გვქონდეს,მაგრამ კარის წინ,ჩაწოდებულ მაღალ ბურთზე,დე იონგი რომ ნეიმარზე საშიშია,ვინმეს ეჭვი გეპარებათ?ნეიმარი მეტწილად თვითონ არის ,საჯარიმოში ჩამწოდებელი,დე იონგი კი,ის კაცია,ვინც ჩაწოდებულ ბურთებზე იბრძვის და კარში გადაგზავნის.სწორედ მაგას ამბობს, კუმანიც.
სოსო
11 სექტემბერი 2021 11:22
1
ბარსელონას ბაზაზე ბარდელონას აწყობენ ეს რეგვენები
სერგია
11 სექტემბერი 2021 00:16
0
კუმანი აქამდე რომ არ 'უქნია'ისეთს იზავს,რომ ყველა იგრძნობს
leo
11 სექტემბერი 2021 07:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული