მადრიდის "ატლეტიკო", "ჩოლო" და ათწლეული, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

AutoSharing Option
დიეგო სიმეონემ ივლისში MARCA-ს განუცხადა, რომ "ახლა ფეხბურთელებს "ატლეტიკოდან" წასვლა აღარ სურთ, პირიქით, დარჩენა უნდათ", ეს ყველაფერი თუნდაც მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ანტუან გრიზმანი "ბარსელონადან" უკან, "როხი ბლანკოს" შემადგენლობაში დაბრუნდა.

სიმეონე თავის ყველაზე დიდ გამარჯვებად არა ტიტულებს, არამედ კლუბის გარდაქმნას მიიჩნევს, შეგახსნებეთ, "ჩოლომ" "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა, 1 ათწლეულის გასვლის შემდეგ კი ესპანური გიგანტის ბანაკში განსხვავებული ვითარებაა.

ყველაფერი მის ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეიცვალა, მაშინ, როდესაც გუნდი დიეგო ფორლანმა, სერხიო აგუერომ და დავიდ დე ხეამ დატოვეს. მეტიც, 2014 წელს ლა
ლიგის ტიტულის მოგების მიუხედავად, სათამაშო კლუბი ტიბო კურტუამ, დიეგო კოშტამ, დავიდ ვილამ და ფელიპე ლუისმა შეიცვალეს, წარმოიდგინეთ, ესპანეთში საუკეთესო გუნდის სტატუსი მიიღეს და მაინც წავიდნენ...

ახლა პირიქით

ჟოზე მარია ხიმენესი, იან ობლაკი, მარკოს ლორენტე, კირან ტრიპიერი და ჟოაო ფელიში, მათი სამსახურით ყველა ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელებმა "როხი ბლანკოსში" დარჩენა და კონტრაქტის გახანგძლივება გადაწყვიტეს, ერთადერთი, ვისი გუნდიდან წასვლაც რეალური ჩანდა საულ ნიგესი იყო, ესპანელი ნახევარმცველიც არსად წავიდა.

ბოლოს სპორტსმენები გუნდიდან მასიურად 2019 წელს გაეშურნენ, ლუკას ერნანდესმა, ანტუან გრიზმანმა და როდრიმ გუნდი რამდენიმე წლის შემდეგ დატოვეს, თუმცა გავიდა 2 წელი და ფრანგი ფორვარდი "ჩოლოსთან" დაბრუნდა, დაბრუნდა იქ, სადაც ყველაფერი უკეთ გამოსდიოდა...

ახალი 8 ნომერი არაა "ატლეტიკოსთვის" მხოლოდ დიდებული დანამატი, როდრიგო დე პაული, ყველასთვის ნაცნობი ფეხბურთელი ესპანეთში, "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გადავიდა, არადა ამ დროს მისით სხვა უფრო მეტად პოპულარული გრანდებიც ინტერესდებოდნენ.

სუარესის მაგალითი

ყველაფერი ნელ-ნელა იცვლება, ურუგვაელმა თავდამსხმელმა ტურინის "იუვენტუსს" უარი უთხრა და "როხი ბლანკოს" შემადგენლობაში გადავიდა, 21 გოლი გაიტანა და ლა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილიც შეიტანა.

პორტუგალიელმა ჟოაო ფელიშმაც ზუსტად იგივე რამ გაიმეორა, რაც დე პაულმა, თინეიჯერმა უარი მადრიდის "რეალს", "მანჩესტერ სიტისა" და სხვა გრანდებს უთხრა და "ატლეტიკოს" შეუერთდა.

ეჭვგარეშეა, რომ დიეგო სიმეონეს მოსვლიდან 1 ათწლეულის თავზე გუნდი გარდაიქმნა, გარდაიქმნა და თანაც როგორ...

მომზადებულია Marca-ს მიხედვით