"ლა ლიგის" ბოსი: მესი "ბარსადან" ფულადი საკითხის გამო არ წასულა

AutoSharing Option
"ლა ლიგის" პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა ეკონომიკურ საკითხებს არ უკავშირდება.

"ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" მომავალი სეზონის ფინანსური ანგარიშებიდან გავიგებთ, რეალურად შეეძლო თუ არა მესის "ბლაუგრანაში" დარჩენა.

კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა ვთქვათ, როგორც არის. ზუსტად ვიცი, ეს ეკონომიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

აღნიშნული საკითხი ლაპორტასა და მის დირექტორთა საბჭოსთან მობილურით საუბრისას განვიხილე.

მესის წასვლის მიზეზი ეკონომიკური რომ ყოფილიყო, ჩვენ რაიმე სახის გამოსავალს მაინც ვიპოვიდით,"- განაცხადა ტებასმა Sport.es-თან ინტერვიუში.




ასევე დაგაინტერესებთ