Chiringuito TV: "ბარსელონა" კუმანის შემცვლელს ეძებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა მწვრთნელი რონალდ კუმანი გადააყენოს, - განაცხადა ჟურნალისტმა ხოსეპ პედროლელმა El Chiringuito TV-ის პროგრამა Jugones-ში.

პედროლელის მტკიცებით, კუმანს დიდი ალბათობით სამუშაოდან დაითხოვენ და უკვე მის შემცვლელს ეძებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის დირექტორატის წევრები კუმანის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და ნიდერლანდელის გადაყენებას მოითხოვენ.