"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განცხადება გააკეთა და მე-5 ტურში "გრანადასთან" გამართული მატჩის (1:1) შემდეგ ფანებს მიმართა.
"ყველას გთხოვთ მხარი დაუჭირეთ ჩვენს გუნდს. ფეხბურთელებს თქვენ სჭირდებით და ძალიან გემადლიერებიან.
იცით, რომ რთული პერიოდი გვიდგას. ამ რთულ დროს კი ჩვენ გვერდით უნდა იდგეთ.
დარწმუნებული იყავით, "კადისთან" ჩვენი გუნდი მოგებას ეცდება. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიჭირეთ მხარი "ლევანტესთან" თამაშში, რომელიც ამავე კვირაში შედგება. ეს გუნდს სჭირდება.
ეცადეთ სიმშივდე შეინარჩუნოთ. ვიცით, რაც არის გასაკეთებელი. ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. დიდი მადლობა. Visca el
Barça,"- თქვა ლაპორტამ "ტვიტერზე" გავრცელებულ მიმართვაში.
"ბარსა" "კადისს" გასვლაზე ზეგ, 23 სექტემბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.