კუმანმა თქვა, სასწაულს ნუ ელითო და პრესკონფერენცია დატოვა

AutoSharing Option
"კადისთან" ლა ლიგის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა, - იტყობიინება AS-ი.

კუმანმა კლუბში შექმნილი სიტუაციის თაობაზე განცხადება გააკეთა, გუნდის წარუმატებლობა ფინანსური პრობლემებით ახსნა, დასძინა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადგა და დარბაზი დატოვა.

გასულ კვირაში კუმანსა და კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შორის დაძაბული საუბარი გაიმართა და ესპანური მედიის მტკიცებით, ნიდერლანდელი შეიძლება ხავიმ ან რობერტო მარტინესმა შეცვალოს.

ლაპორტას პრეს-მდივანმა ერიკ მასიპმა კი განაცხადა, რომ ხავის მწვრთნელად დანიშვნას არ გამორიცხავენ, თუმცა არ
იცის, ეს როდის მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესის გაშვების მერე , რაღა სასწაულს უნდა ველოდოთ?
0
ეეჰ, კუმან მოგეწია, ცოდვები? აბა რა გეგონა სუარესი, რომ დაამცირე და ისე გაუშვი ამხელა ლეგენდა. შემდეგი ლაპორტა იქნება, მესის გაშვებისთვის.
ბუმერანგი ამუშავდა.
18:54 22-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული