კუმანს უთვლიან წამებს - "ბარსელონას" მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა გამოიკვეთა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ბარსელონას" მწვრთნელის, რონალდ კუმანის გადაყენება მხოლოდ დროის საკითხია. გუნდის უსახური თამაშის გარდა, ნიდერლანდელს ურთიერთობა გაუფუჭდა კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან.

ლაპორტას ძალიან უნდა გუნდი "ალ-სადის" თავკაცს, ხავის ჩააბაროს, მაგრამ მან თავის კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გააგრძელა და თანაც, ამ სავალალო სიტუაციაში "ბარსაში" დაბრუნებას არ ისურვებს.

დარჩა ორი კანდიდატი - რობერტო მარტინესი და ტიერი ანრი.

მარტინესი ბელგიის ნაკრების მწვრთნელია და კატალონიელები მზად არიან მისი კონტრაქტი 1.8 მილიონ ევროდ გამოისყიდონ. თავად მარტინესმა თქვა, რომ ეს მხოლოდ დარხეული ხმებია და კომენტარის გაკეთება არ
ისურვა.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, რეალურია "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, ტიერი ანრის დანიშვნა, რომელიც ადრე მარტინესის ასისტენტი იყო. ის აგრეთვე "მონაკოსა" და "მონრეალ იმპეკტში" მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული