გაძევებული ფ. დე იონგი და კუმანი და "ბარსას" მორიგი დაკარგული ქულები

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-6 ტურში "კადისისა" და "ბარსელონას" მატჩი 0:0 დასრულდა.

სტუმრები საუცხოოდ ისევ ვერ გამოიყურებოდნენ. მსაჯმა 61-ე და 65-ე წუთებზე ყვითელი ბარათი უჩვენა ფრენკი დე იონგს და გააძევა, რაც, ცოტა არ იყოს, საკამათო იყო. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.

90+7-ე წუთზე არბიტრმა "ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანიც გააძევა, რომელმაც ნამატჩევს დაიჩივლა, რომ ესპანეთში არაფრის გამო აძევებენ, 7 მოთამაშე აკლია, რეალურად უნდა შეაფასონ სიტუაცია, თუ იგებენ, ის აგრძელებს მუშაობას, ხოლო თუ აგებენ - ახალი მწვრთნელი უნდა მონახონ.

"ბარსამ" ბოლო 3 შეხვედრიდან 1 წააგო და 2 ფრედ დაასრულა, ლიდერ "რეალს" 7 ქულით ჩამორჩება (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 26 სექტემბერს "ლევანტეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კუმანი ამავეს უკეთებს ბარსას რაც გაუკეთა ვალენსიას. ვალენსიელები კუმანის მერე ვერადავერ დადგნენ ფეხზე მიუხედავად გამონათებებისა. ბარსა ვალენსიაზე დიდი გუნდია და ვფიქრობ უფრო იოლად გამოვლენ კრიზისიდან
ზვიადი
24 სექტემბერი 2021 12:01
3
სასწაული უნდა მოხდეს ბარსა რომ ოთხეულში შევიდეს, ჩემპიონთა ლიგაზე აღარაფერს ვიძახი.კუმანმა მთლიანად დაშალა გუნდი, დიდი დღე არ უწერია არც მას და არც მის მოყვანილ ჰოლანდიელებს, ტიპმა სპეციალურად გააშვებინა სუარესი რომ დეფაი მოეყვანა, შემდეგ გრიზმანი გაუშვეს და დე იონგი მოიყვანა.
მამუკა
24 სექტემბერი 2021 04:56
2
არც ამ "მომღიმარ გაიძვერა" ლაპორტას უწერია დიდი დღე, რომელმაც არაფერი გააკეთა მესის დასარჩენად (ის ზღაპრები კი ვითომ რაღაც გადამეტებული ფულების ამბავი, ბებიამისს მოუყვეს) მესისაც გაუფუჭეს კარიერა, ტიპს დიდხანი არ ქონდა ტრავმა და მაინცდამაინც იქ აკიდეს ვირზილებმა. ისე, რომ კუმანი გასაგდებია სუარესის გამო, ამხელა ლეგენდა ფეხბურთელი, ისე გაუშვა გუნდიდან ვითომ ვიღაცა ორღობის ფეხბურთელი იყო. ლაპორტა კი თავისი "მიზნებისთვის," მესის სახელის გამოყენებისთვის. სამწუხაროდ, სავალალო შედეგი სახეზე გვაქვს.
!!!
24 სექტემბერი 2021 09:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული