კაცნაკლულმა "ვალენსიამ" ფრეს 90+5-ე წუთზე მიაღწია - ბორდალასი მამარდაშვილს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-7 ტურში "ვალენსიამ" "მესტალიაზე" "ბილბაოსთან" ფრეს მიაღწია - 1:1.

"ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში პირველად ჩააყენა იასპერ სილესენი.

69-ე წუთზე ბასკური გუნდი ინიგო მარტინესმა დააწინაურა, 82-ე წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა თავდამსხმელი მაქსი გომესი გააძევა და "ვალენსია" რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მარკოს ანდრემ 90+5-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ნამატჩევს ბორდალასმა განაცხადა, რომ ორი მარცხის შემდეგ გუნდმა "ტყავი გაიძრო" და წაგება არასამართლიანი შედეგი იქნებოდა. მან მამარდაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცვლილების დრო მოვიდა. გიორგიმ თავის მოვალეობას კარგად გაართვა თავი. თქვენ იცით, ეს როგორ მოხდა. მან მოლოდინს და მოთხოვნებს გადააჭარბა. ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, უზარმაზარი მომავლის მქონე. გადავწყვიტეთ ორი დამარცხების შემდეგ არჩევანი უფრო გამოცდილ სილესენზე გაგვეკეთებინა, რომელიც სენსაციური იყო. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა არა მარტო სპორტული, არამედ არსებული სახასიათო მდგომარეობით".

"ვალენსია" 11 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქართველი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ლა ლიგაში ყველაზე მეტი ნათამაშები?მამარდაშვილს,არა?ჰო და რა წარუმატებლობაზეა ლაპარაკი?ბიჭს გაუმართლა,შემთხვევის წყალობით ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და ავად თუ კარგად,6 ტურის განმავლობაში შეინარჩუნა კიდეც,ეს ადგილი.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ აქედან ერთ ტურში,ტურის საუკეთესო მეკარედაც კი დაასახელეს და მეტი რაღა უნდა ექნა,საბავშვო ბაღიდან პირდაპირ სამხეცეში შეგდებულ ბიჭს?ყველას დაანახა და დაუმტკიცა,რომ შეუძლია ლიგის საუკეთესო მეკარე გახდეს და ამისი პოტენცია აქვს.ახლა ამ პოტენციის გამოყენებისათვის მომზადებაა საჭირო და მიღებული გამოცდილება,ამაში უდიდეს სამსახურს გაუწევს.თვითონაც აღნიშნა სელესენზე,რომ ძალიან ბევრ რამეს მასწავლისო.აქვს კიდეც სასწავლებელი (ჩვენც ხომ კარგად ვხედავთ)და ისწავლის კიდეც.პირველი მეკარის პოსტი კი,ყოველთვის იარსებებს და მისი დროც მალე მოვა.დარწმუნებული ვარ,სათასო მატჩებში,გიორგის კვლავაც მისცემენ დროს.შესაძლოა სილესენსაც კვლავ რაიმე ტრავმა მოუვიდეს და თუ გიორგის კვლავ მოუწია ძირითადში,აუცილებლად უნდა აჩვენოს პროგრესი.საამისოდ კი,ძია ლენინმა გვასწავლა:"სწავლა,სწავლა,სწავლა მუდამ!".ეს ერთი მოწოდება მაინც დაგვიტოვა, ჭკვიანური.
სოსო
27 სექტემბერი 2021 11:32
0
შევეშვათ, გიორგის უსაფუძვლო კრიტიკას და წარმატება ვუსურვოთ! ასევე ჩვენს ხვიჩას და ჩაკვესაც.
ქომაგი, ლუკა
26 სექტემბერი 2021 18:36
0
სილესენმა ხომ დაგლიჯა ყველაფერი. მთელი ნახევარი ტაიმი აკომენტარებდა რუსი წამყვანი მამარდაშვილის შეცდომებს, სანამ სილესენს მე-20 წუთზე არ შეუპამპალეს. მერე კი იძახდა პრობლემები აქვსო, მეორეჯერ ჭირდება შეხება ბურთზე, ხელში რომ დაიჭიროსო და ასე შემდეგ. გოლზე კი ითქვა სილესენმა კარები დაკარგაო. თანაც იღბალი არ გინდა - მამარდაშვილს დამცველებიდან ასხლეტილი ბურთები უცნაური ტრაექტორიით შეუვარდა კარებში. ამ სილესენს კი პირდაპირ დარტყმულს აცილებდნენ, თორემ კარში რაც დაურტყეს, ყველა შეაგდეს. ერთი სიტყვით, იმ რუსი კომენტატორების სულიერი ძმებს გვანან მამარდაშვილის მლანძღავები, თორემ შეცდომა ყველას მოსდის და ობიექტური კრიტიკა მისაღებია.
გული არ გაიტეხი გიო, სილესენს ახლაც ჯობიხარ. მთავარია გამოცდილება აკრიფე და ყველაფერი გამოგივა.
კოკო
26 სექტემბერი 2021 17:18
4
ალბათ ინტერვიუ ვერ ჩამოართვა ბექამ
ყაიმაზა
26 სექტემბერი 2021 17:03
0
რა გინდათ? სეზონის წინ ვიხვეწებოდით რომერო გაუშვას და მამარდაშვილი 2ე მეკარედ დაიტოვოსთქო.ამ შემოდგომით კი არ მთავრდება ფეხბურთი.მაგას მიუჩენენ მეკარეების მწვრთნელს და დღე და ღამე ავარჯიშებენ რო რაც არ იცის ის დახვეწოს-მერე იქნება კურტუასნაერი მეკარე-აბა გულახდილი რო ვიყოთ დინამო მოსკოვის და გრანადას მერე ეროვნულ ლიგაშიც ბევრი იაღლიშები ჰქონდა
Levani
26 სექტემბერი 2021 16:04
0
მიუჩინეს უკვე საკადრისი ადგილი,მამარდაშვილმა პირადად წააგო ბოლო ორი თამაში,ნაკრებში რაც დაურტყეს ყველა ბურთი კარში გააცილა,თანაც ძალიან თავში ქონდა ავარდნილი,უდიერად იძლეოდა პასუხებს…
beqa
26 სექტემბერი 2021 12:55
18
გიო ყველაფერს მიაღწევს მარა შენ რა გეშველება შე ბოღმის ბოჭკავ.
tas
26 სექტემბერი 2021 16:25
1
ამ სეზონში სათასო თამაშებზე დააყენოს მამარდაშვილი ეგეც საკმარისი იქნება.
ჯონი
26 სექტემბერი 2021 02:26
3
ზედმეტს ნუ ნერვიულობთ, გიორგის უბრალოდ გამოცდილება აკლია ყველაფერი წინ ააქ. იდგეს ეგ სილესენი ჯერ, ამასაც ათამაშებენ ხანდახან შეამზადებენ ნელნელა და მერე შეცვლის დროც მოვა.
G
26 სექტემბერი 2021 00:56
2
კარგი ქმნა მწვრთნელმა რომ არ დააყენა, საკუთარი რეპუტაცია იდო სასწორზე და მამარდაშვილისაც, მოგების გარდა ნებისმიერი შედეგი, გოლგაშვებული ფრეც კი მის და მამარდაშვილის წინააღმდეგ იქნებოდა. რამდენიმე მატჩი და ისევ გიორგის დააყენებს, შეარჩევს სილენსენსაც და გიორგისაც ერთმანეთის მონაცვლეობას. კაი ფულში გაყიდიან ალაბათ შემდგომ
ფეოლა
26 სექტემბერი 2021 00:48
2
დარწმუნებული ვარ ბორდალასი დღესაც დაყენებდა რომ არაა სევილიასთან ის მართლაც ბავშური შეცდომები მე 2 და მე 3 გოლზე ვიმედოვნებ რომ ამ სეზონში კიდევ ვიხილვთ გიორგის ვალენსიას ძირითადში ეს 6 თამაშიც დიდი გამოცდილება იყო მისთვის მთავარია შრომა და პროგრესი განაგრძოს.
გიო
26 სექტემბერი 2021 00:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული