"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ბენფიკასთან" 0:3 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ სწრაფად ვერ დავლაგდით და პირველი გოლი მალევე გავუშვით. შანსები ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც დავისაჯეთ. შეტევას ვცდილობდით, თუმცა მეტოქემ უკან დახევა გვაიძულა. გვინდოდა გაგვეტანა, თუმცა "ბენფიკა" ყველაფერს უმკლავდებოდა.
რაც შეეხება კუმანს, მწვრთნელის გათავისუფლება ყველაზე მარტივი ხერხია. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ფეხბურთელებზე. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ" - განაცხადა სერხიომ.
შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 0 ქულა აქვს და E ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით