"ბარსელონამ" შეიძლება "ლივერპულის" თავდამსხმელი დაიმატოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა.

26 წლის ორიგი უკმაყოფილოა სათამაშო დროის სიმცირით და თავის აგენტებს ახალი კლუბის მოძებნა დაავალა.

კატალონიის რადიოს ცნობით, ორიჯის სამსახური უკვე შესთავაზეს "ბარსელონას".

ორიჯის სატრანსფერო ფასი 12 მილიონი ევროა, ამ სეზონში კი 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ