"ვალენსიაში" აღშფოთებულები არიან - მწვრთნელმა და კაპიტანმა ემოციები ვერ დამალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიას" კაპიტანმა ხოსე გაიამ და მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა "ბარსელონასთან" განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ მსაჯობით გამოწვეული უკმაყოფილება ვერ დამალეს.

"ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბურთი უფრო ადრე მივიღე და მასზე ვითამაშე. შეიძლება ჩემსა და ანსუ ფატის შორის მცირედი კონტაქტი იყო, მაგრამ შენელებული კადრი ყოველთვის მატყუარაა.

გასულ წელსაც ჩემზე საეჭვო პენალტი დანიშნეს. ერთი კუთხიდან ამბობენ, რომ ფეხს ბურთს ვურტყამ, მეორედან კი ისე ჩანს, თითქოს ანსუ ფატის ვეხები. მოკლედ, ყოველთვის ისე სტვენენ ხოლმე, როგორც უნდათ", - თქვა გაიამ.

მსგავსივე ემოციები ჰქონდა ხოსე ბორდალასს:

"პენალტი შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი იყო, მაგრამ არ უნდა დაენიშნათ. მატჩის შემდეგ ყველაფერი ვნახე. გაიამ მოედანზეც მითხრა, რომ ბურთს შეეხო და ამის შემოწმება შეეძლოთ. თამაში ძალიან ბევრს ნიშნავდა და ვერაფრით ვხსნით, VAR-ის გამოყენების შემდეგ 11-მეტრიანი როგორ დანიშნეს. ამ გადაწყვეტილებას არასდროს დავეთანხმებით, ძალიან აღშფოთებულები ვართ", - განაცხადა ბორდალასმა.

"ვალენსიას" ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი "ნოუ კამპზე" გამართული შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაინც ვერ მივხვდი სილესენი რითი ჯობია მამარდაშვილს, საჯარიმოს გარედან რომ უშვებს ბურთებს? მანდამაინც იმ ძაღლიშვილ სევილიელებთან საოცარი ტრაექტორიით შევარდა გოლები.
კოკო
10:35 19-10-2021
0
დესტი სად დატოვეს ბოლოს, ტიპი რამდენი ხანი იდგა ცარიელ საჯარიმოში მარტო, ჩასულიყვნენ უკან. პენალს რო აბრალებენ. მერე რა მოხდებოდა და არ მოხდებოდა არ უნდა გარჩევა, ფაქტია რო მერე კიდე გაუშვეს გოლი.
პელე
18:12 18-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული