ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა

AutoSharing Option
ქარიმ ბენზემა 2021/22 წლების სეზონში გულშემატკივარს ბრწყინვალე თამაშს სთავაზობს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ფრანგმა ფორვარდმა "შახტართან" გოლს დამატებული საგოლე გადაცემა შეასრულა. ქარიმის თქმით, მას უკვე აქვს გეგმა, თუ რას იზამს "ბლანკოსიდან" წასვლის შემდეგ. ასევე დაამატა, რომ განიხილავს ამერიკულ MLS-ში თამაშსაც.

ბენზემას "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს. 2 წლის შემდეგ თავდამსხმელი 35 წლის იქნება, რის გამოც რთული წარმოსადგენია, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ, მიუხედავად მისი სათამაშო ფორმისა, ფეხბურთელი შეინარჩუნოს.

"სანამ სურვილი მაქვს, ყოველ წელს ყველაფერს გავიღებ. მიყვარს ფეხბურთი. არ ვუყურებ ჩემს
ასაკს, ჩემი თამაში დამოკიდებულია, თუ როგორ ვგრძნობ თავს. ახლა ყველაფერი კარგადაა და შევეცდები, ასეთ დონეზე ვითამაშო.

მომწონს ამერიკა, ფეხბურთი კი იქ სწრაფი ტემპით ვითარდება", - განაცხადა ქარიმმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით