ლაპორტა: "ბარსელონა" "რეალს" დაამარცხებს

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს. მომავალი "ელ კლასიკოს" წინ "ბარსას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ამჯერად კარგი წინათგრძნობა მაქვს. გასული ორი მატჩი მოვიგეთ, ფეხბურთელებმა ტრავმები მოირჩინეს, ფატი და აგუერო უკვე დაგვიბრუნდნენ, სახლში ვთამაშობთ, საკუთარი მაყურებლების წინაშე.

მინდა ფანებს რწმენა შთავუნერგო, რომ შესანიშნავი შოუ გველის. თუ მოვიგებთ, ამის აღნიშვნა შესანიშნავი იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" გაიმარჯვებს", - ციტირებს ლაპორტას "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
კი მამა გიცხონდა, გაიღვიძებ და დამარცხებული ეყოლება აპა არა!!!
დ.სტ.
24 ოქტომბერი 2021 22:40
0
ფუ ამ კაცის სურათს და სახეს, რომ შევხედავ ერთადერთი რაც მინდა, შევ...ურთხო.
ხთფუი.
23 ოქტომბერი 2021 09:59
0
ალეო და ხვალეო
ჰალა ალეო
22 ოქტომბერი 2021 22:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული