ვის აქვს ყველაზე მეტჯერ "ელ კლასიკო" მოგებული

AutoSharing Option
კვირას, 24 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "ბარსელონა" 2021/22 წლების სეზონის პირველ კლასიკოს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში დიდი ხნის შემდეგ მონაწილეობას კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არ მიიღებენ.

ესპანეთის ჩემპიონატის ორი ისტორიული მეტოქის სახელს არაერთი ვარსკვლავი იცავდა...

და მაინც, რომელ ფეხბურთელებს აქვთ "ელ კლასიკო" ყველაზე მეტჯერ მოგებული?

პაკო გენტოსა და ლიონელ მესიზე მეტი კლასიკო არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს, "ფურია როხას" ექსფეხბურთელმა "ბლაუგრანას" დამარცხება 21-ჯერ მოახერხა. შემდეგ არგენტინელი ჯადოქარი მოდის, რომელმაც 45 შეხვედრაში "ბლანკოსზე" გამარჯვება 19-ჯერ მოახერხა.

ამდენივე მოგება აქვს "ბარსას" ამჟამინდელ კაპიტანს, სერხიო ბუსკეტსს. უბრალოდ, განსხავავება ისაა, რომ "ალბისელესტეს" შემტევისგან განსხვავებით, სერხიომ კლასიკოში მონაწილეობა 40-ჯერ მიიღო.

ამ ფეხბურთელებს მოჰყვებიან ჟერარდ პიკე (18), ხავი ერნანდესი (17), ალფრედო დი სტეფანო (17) და ანდრეს ინიესტა (16).

ჩამოთვლილი სპორტსმენებიდან რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა ჟერარდ პიკესა და სერხიო ბუსკეტსს ექნებათ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
მესის და როლანდოს მერე, ელ-კლასიკო კლასიკო აღარ არის.
გია
23 ოქტომბერი 2021 11:30
4
ეგ მართლაც რომ ეგრეა
Beqa
26 ოქტომბერი 2021 23:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული