მადრიდის "რეალის" მცველი მარსელო "სამეფო კლუბის" დატოვებას გეგმავს.
მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის, თუმცა, El Nacional-ის ინფორმაციით, ბრაზილიელს გუნდიდან წასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სურს.
მარსელო ფერლან მენდის დუბლიორად იქცა, რის გამოც სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. აქამდე ცნობილი გახდა, რომ "რეალის" კაპიტანი ახალ როლს შეგუებული იყო, მაგრამ ახლა ფეხბურთის უფრო ხშირად თამაში სურს.
წყაროს ცნობით, მარსელო "ფლუმინენსეში" გადასვლას გეგმავს. "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კარლო ანჩელოტის აზრი ჯერ უცნობია. მოინდომებს თუ არა იტალიელი
გამოცდილი მცველის შუა სეზონში გაშვებას, ცნობილი მალე გახდება...