"ბარსელონამ" კუმანი გადააყენა - დათანხმდება ხავი მშობლიური კლუბის მწვრთნელობას?

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-11 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" 0:1 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი სამუშაოდან დაითხოვეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის საგანგებო კრებაზე იქნა მიღებული.

კუმანმა 2020 წლის აგვისტოში "ბარსელონაში" მუშაობის გამო ნიდერლანდების თავკაცის პოსტი დატოვა, კატალონიურმა გუნდმა კი მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან 1/8-ფინალიდან გამოვარდა, ხოლო პრიმერაზე მესამე ადგილზე გავიდა.

El Chiringuito TV-ის მტკიცებით, კატალონიელებს სურთ, გუნდი "ალ სადის" მწვრთნელ ხავის ჩააბარონ და იმედი აქვთ, რომ უკვე დაწყებული მოლაპარაკება ხუთშაბათს წარმატებით დასრულდება.

ალტერნატიულ ვარიანტად ბელგიის ნაკრების მწვრთნელის, რობერტო
მარტინესის კანდიდატურა განიხილება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კუმან! ბარსას გეგმებში აღარ შედიხარ? მისწორდება დამცირებული, რომ გაგდებენ.
ლუის სუარესი.
14:48 28-10-2021
2
ხავის კი ეპატიჟებიან მწვრთნელად მაგრამ საეჭვოა რომ ხავიმ გაქაჩოს ბარსას მწვრთნელობა, სად არაბეთის გუნდი და სად ტოპ კლუბი, თუ ტვინი აქვს არ უნდა დათანხმდეს
მამუკა
14:47 28-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული