"ბარსელონამ" კუმანი გადააყენა - დათანხმდება ხავი მშობლიური კლუბის მწვრთნელობას?

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-11 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" 0:1 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი სამუშაოდან დაითხოვეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის საგანგებო კრებაზე იქნა მიღებული.

კუმანმა 2020 წლის აგვისტოში "ბარსელონაში" მუშაობის გამო ნიდერლანდების თავკაცის პოსტი დატოვა, კატალონიურმა გუნდმა კი მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან 1/8-ფინალიდან გამოვარდა, ხოლო პრიმერაზე მესამე ადგილზე გავიდა.

El Chiringuito TV-ის მტკიცებით, კატალონიელებს სურთ, გუნდი "ალ სადის" მწვრთნელ ხავის ჩააბარონ და იმედი აქვთ, რომ უკვე დაწყებული მოლაპარაკება ხუთშაბათს წარმატებით დასრულდება.

ალტერნატიულ ვარიანტად ბელგიის ნაკრების მწვრთნელის, რობერტო
მარტინესის კანდიდატურა განიხილება.