"რეალმა" "გრანადას" გადაურბინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის "რეალი" "გრანადას" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა, მარკო ასენსიოსა (19) და ნაჩო ფერნანდესის (25) გოლებს ლუის ხავიერ სუარესმა (34) უპასუხა.

მეორე ნახევარში ვინისიუსმა (56) სხვაობა ორბურთიანი გახადა, ფერლან მენდიმ კი 76-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "ბლანკოსი" 30 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს.

"გრანადა" 11 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს 27 ნოემბერს "ატლეტიკთან" გამართავს.

alt"სევილიამ" ბოლო წამებზე გაათანაბრა, "ატლეიკომ" მატჩის მიწურულს მოიგო [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიასაც არ გინიხავთ გირჩევთ მესამე გოლი აუცილებლად ნახოთ.პატარა საფეხბურთო შედევრი
BOSS
15:25 22-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული