გადავა რობერტ ლევანდოვსკი "რეალში"?

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში გუნდის გამოცვლა სურს, - ირწმუნება As-ი.

გამოცემის მტკიცებით, პოლონელს მადრიდული კლუბი და მისი ამბიციები ხიბლავს და უკვე კარგა ხანია იქ უნდა ითამაშოს. ცოტა ხნის წინ მან თავის აგენტს, პინი ზაჰავის ტრანსფერის განხორციელება დაავალა.

"რეალი" ლევანდოვსკით დაინტერესებულია, თუმცა უფრო მეტად "დორტმუნდის" 21 წლის ფორვარდ ერლინ ჰოლანის ტრანსფერის გაჩარხვა უნდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ლევანდოვსკი სხვა ლიგაში თამაშს გეგმავს.

ამ სეზონში ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" 19 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.