Diario Gol-ის მტკიცებით, "ბენფიკასა" და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელ რომან იარემჩუკით "ბარსელონა" დაინტერესდა.
26 წლის იარემჩუკის ზამთარში გადაბირებას "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს. გამოცემის მტკიცებით, თავიდან "ბარსას" ლისაბონური გუნდის ურუგვაელი ლეგიონერის, დარვინ ნუნიესის ტრანსფერის გაჩარხვა უნდოდა, მაგრამ 60 მილიონი ევრო დაუფასეს და თავი დაანებეს.
კატალონიური კლუბის მწვრთნელი ხავი არ რის დარწმუნებული იარემჩუკის შეძენის აუცილებლობაში, მაგრამ "ბარსელონას" უფრო მისაღებ ვარიანტად მიაჩნია, რადგან შედარებით იაფი ღირს. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 17.5 მილიონია, "ბენფიკასთან" კი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
ამ სეზონში
რომანმა 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სეზონში