პელეგრინიმ დანაპირები შეასრულა - "ბეტისმა" სტუმრად "ბარსელონა" დაამარცხა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-16 ტურში „ბეტისმა“ გასვლაზე „ბარსელონას“ 1:0 სძლია.

ამ შეხვედრის წინ სევილიური გუნდის მწვრთნელმა პელეგრინიმ თქვა, რომ უნდა მოეგოთ და მოიგეს კიდეც, კატალონიურმა კლუბმა კი ხავის ხელმძღვანელობით პირველი მარცხი განიცადა.

უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლის თამაში 59-ე წუთზე კოუტინიოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა დემბელემ გაამწვავა. სტუმრები თავს იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 79-ე წუთზე ხუანმიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბეტისი“ ამ მომენტისთვის მესამე ადგილზეა, ხოლო „ბარსა“ - მეშვიდეზე.