დატოვებს მემფის დეპაი "ბარსელონას"?

AutoSharing Option
თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს, - იტყობინება El Nacional-ი.

გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელმა იცის, რომ კატალონიური კლუბი ახალ თავდამსხმელს ეძებს. თუ გუნდში დეპაის მდგომარეობა გაუარესდება, ფეხბურთელის აგენტები მზად არიან სხვა კლუბების წინადადებები განიხილონ.

თავის მხრივ, არაა გამორიცხული, "ბარსამ" ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ტრანსფერებისთვის ფულის გამოსამუშავებლად დეპაი გაყიდოს.

ამ სეზონში ლა ლიგაზე მემფისმა 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.